Logo

ისრაელმა ირანს დაარტყა, ტრამპმა ირანელ ხალხს მიმართა - "თქვენი თავისუფლება ახლოსაა, როდესაც დავასრულებთ, აიღეთ ძალაუფლება ხელში"

მსოფლიო
358
Frontnews image description

ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა, თეირანში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ისრაელში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელის მიერ საფრთხეების აღმოსაფხვრელად განხორციელებული „პრევენციული დარტყმის“ შედეგად, თეირანში, ისპაჰანში, ქარაჯსა და ქერმანშაჰში აფეთქებების სერია დაფიქსირდა.

ისრაელში ქვეყნის მასშტაბით ისმის სირენების ხმა, მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებენ, თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ და სამოქალაქო საჰაერო სივრცე დაკეტილია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „მასიური სამხედრო მოქმედებები“ დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ თეირანი აშშ-სთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

მან განაცხადა, რომ ირანი ცდილობს თავისი ბირთვული პროგრამის განახლებას და შორი მოქმედების რაკეტების შემუშავებას. აშშ აპირებს მათი რაკეტებისა და საზღვაო ფლოტის განადგურებას.

ტრამპმა ასევე მიმართა ირანის ხალხს და აღნიშნა, რომ მათი თავისუფლების საათი ახლოსაა და ყველგან ბომბები ჩამოვარდება.

"როდესაც დავასრულებთ, აიღეთ ძალაუფლება ხელში, ის თქვენი იქნება“, - განაცხადა მან.

ისრაელის მედიის ცნობით, აშშ-სთან ერთობლივი ოპერაცია თვეების განმავლობაში იგეგმებოდა.

ასევე, მედიის ცნობით, ისრაელი ირანთან მრავალდღიანი კონფლიქტისთვის ემზადება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები