ისწავლე AI-ს საფუძვლები "საქართველოს ბანკის" დაფინანსებით - "საქართველოს ბანკი" განათლების მთავარი მხარდამჭერია

ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახალ პროექტს ახორციელებს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა.
პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI) და აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში. ასევე, აქვს სურვილი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაეუფლონ ახალ პროფესიას.
რაც შეეხება ბანკის პარტნიორი აკადემიებს და კურსებს, რომლებსაც ისინი ხელოვნური ინტელექტის შესასწავლად სთავაზობენ ქალებს, სია ასე გამოიყურება:
TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION
ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
AI Agents & Automations
AI ბიზნესის განვითარებაში
Academy of Digital Industry
ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
AI ChatBots
Smart Academy
ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
Skillwill
ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის
ScaleUp
ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
AgileSchool
AI Automation
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.
აპლიკაციების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება.
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


