იტალიური არხისთვის მომზადდა სიუჟეტი კიროველ მღვდელზე, რომელიც დონბასში წავიდა და მოქალაქეებს ინტიმურ მომსახურებას სთავაზობს


ავტორი
Front News საქართველო
კიროველმა ოლგა აკიშინამ საქველმოქმედო ფონდიდან – Za Vyatka მომზადა სიუჟეტი მღვდელ რომან ზაიცზე, რომელიც დონბასში ფრონტის ხაზზე იმყოფება.
რომან ზაიაცი კიროვიდან დონბასში გასული ზაფხულის დასაწყისში გაემგზავრა, სადაც 8 ივნისიდან დონეცკის მახლობლად მდებარე საერთაშორისო ბრიგადაში იმყოფება. მღვდელს აქვს საჯარო გვერდი სოციალურ ქსელ Vkontakte-ში, სადაც აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს ადგილიდან, ყვება რა ხდება გარშემო.
ის არ იბრძვის იარაღით, როგორც თავად მღვდელმა აღნიშნა, მისი იარაღი ლოცვაა. ის სულიერად კვებავს მებრძოლებს, მხარს უჭერს მათ ბრძოლის დროს და საავადმყოფოში. რომანი ჯარისკაცებისთვის თანხებსაც აგროვებს.
ამავდროულად, Tinder-ის გაცნობის აპლიკაციაში რომან ზაიაცი დარეგისტრირებულია როგორც “სიყვარულის მესიონერი“. იგი სთავაზობს ინტიმური ხასიათის მომსახურებას ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს.
“მოწიფული მამაკაცი ცრურწმენის გარეშე. სქესს არ აქვს მნიშვნელობა. დაიკმაყოფილეთ ყველა თქვენი ფანტაზია“, – წერს რომან ზაიაცი განაცხადში და ამატებს “შესაძლო გადახდის“ და კონფიდენციალურობის გარანტიების შესახებ.
კიროველ მღვდელთან ინტერვიუ Vision TV-ზე იტალიურ ენაზე გავა.
თაგები:
დონბასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს