Logo

იუკნევიჩიენე - არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა, მაგრამ უვიზო მიმოსვლას ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები აქვს

პოლიტიკა
173
Frontnews image description

უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროცესები 2012 წლიდან დაიწყო.

"უნდა ვაღიაროთ და უნდა გავიაზროთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველო კრემლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ქვეყანა შიგნიდან დაიპყრეს და ეს გუშინ არ დაწყებულა, ეს 2012 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც კრემლს ასევე უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების შიგნიდან დაპყრობა სურდა. მათ იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ წარმატებას მიაღწიეს საქართველოში. 

აქ იმისთვის ვართ, რომ ვთქვათ - არ ვეთანხმებით საქართველოს მსგავს დიაგნოზს. ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი ვარ და მგონი, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები სხვადასხვა ჯგუფიდან ვცდილობდით და ყველაფერს ვაკეთებდით რაც შეგვეძლო, რომ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს ანგარიშებში მოგვექცია მიმდინარე ვითარება და საგზაო რუკა, თუ როგორ დავეხმაროთ ქართველებს. 

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ევროპარლამენტში არავის არ სურს ქართველი ხალხის დასჯა, არავის, მაგრამ უვიზო მიმოსვლა ძალიან კონკრეტულ ჩარჩოშია, ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები აქვს", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

Advertisement