Logo

იუკნევიჩიენე - "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა

პოლიტიკა
127
Frontnews image description

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ.

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა. უკუსვლა დაფიქსირდა 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. მიუხედავად განცხადებებისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ სტრატეგიულ მიზნად რჩება, უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებენ.

ამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე“,  - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები