
ავტორი
Front News საქართველო
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ესეების კონკურსს აცხადებს.
საქართველოს მაშტაბით X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში თემაზე “ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი”.
რეგისტრაცია 24 თებერვალს 18:00 საათზე დასრულდება.
ესეების კონკურსი 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების ხსოვნას ეძღვნება. მისი მიზანი მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციაა.
ნამუშევრების წარდგენა/დაწერა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი აგვისტოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს კონფერენციაზეც “CHANGE THE WORLD – MODEL UN CONGERECE“-ზე გაემგზავრება.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ ამერიკის საელჩოს სერტიფიკატებს, ასევე ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესისგან მიიღებენ American High School (AP) პროგრამის კურსზე სრულ დაფინანსებას და შესაბამის ამერიკულ აკრედიტირებულ დიპლომს.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3lHiNU8
თაგები:
კონკურსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს