იური იგნატი – ოკუპანტებმა დღეს უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე მასიური სარაკეტო დარტყმა მიაყენეს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპანტებმა დღეს უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე მასიური სარაკეტო დარტყმა მიაყენეს, რუსებმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
“იმუშავა საჰაერო თავდაცვამ. ოკუპანტებმა 10 ოქტომბერს გადააჭარბეს, მაშინ 84 რაკეტა იყო, დღეს უკვე ასია. ეს იყო რაკეტები Х-101 и Х-555, ტრადიციულად კასპიის ზღვიდან და როსტოვის რეგიონიდან”, – განაცხადა იგნატმა.
რუსებმა უკრაინაზე დღეს მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის ცნობილია ერთ გარდაცვლილზე კიევში.
რუსების ფართომასშტაბიან თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი უკვე გამოეხმაურა. მათი თქმით, სარაკეტო დარტყმა არის პასუხი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლაზე G20-ის სამიტზე.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის მდგომარეობა კრიტიკულია.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს