
ავტორი
Front News საქართველო
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა კანონპროექტები, რომლებმაც საკანონმდებლო დონეზე უნდა უზრუნველყოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების სოციალური და სამართლებრივი დაცვა.
“საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შვიდი კანონპროექტისგან შედგება, მიზნად ისახავს იმ ხარვეზის აღმოფხვრას, რომელიც კანონმდებლობაში ფიქსირდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებთან მიმართებაში. ისინი, სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მსგავსად, ვერ სარგებლობენ სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების პაკეტით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, ცვლილებებით შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ სამსახურის გავლასთან, აგრეთვე, მათ სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით ისეთი რეგულაციების შემოღება, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კატეგორიის თანამშრომელთა სხვა სამართალდამცავი და მაკონტროლებელი უწყებების თანამშრომლებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას.
თაგები:
იუსტიციის სამინისტრო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს