
ავტორი
Front News საქართველო
“ომიკრონის“ შემთხვევაში პაციენტი გადამდებად ითვლება ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედთან“ განაცხადა.
მისი თქმით, იზოლაციის ვადების შემცირება „ომიკრონმა“ მოიტანა, რომელიც „დელტასთან“ შედარებით ნაკლები ხანგრძლივობით და ნაკლები გადადების პერიოდით ხასიათდება.
“როდესაც ჩვენ ქვეყანაში 8-დღიანი იზოლაციის პერიოდი გვაქვს, ეს სწორია მაშინ, თუ დომინანტურია „დელტა“, მაგრამ „ომიკრონთან“ იზოლაციის ვადები უნდა გადაიხედოს. ასე მოიქცა აშშ, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ყველგან ერთი და იგივე ციფრია – 5 დღე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს