
ავტორი
Front News საქართველო
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში კორონავირუსის “ცუნამის“ მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს.
“შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული – ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა, „ცუნამის“ მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს.
ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატება იქნება. რამდენად სერიოზული, თქმა რთულია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, „ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს