
ავტორი
Front News საქართველო
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, შესაძლებელია, ადამიანი გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირდეს.
როგორც ჩხაიძემ „იმედთან“ განაცხადა, გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში უკვე დაფიქსირებულია და რისკი საქართველოშიც რჩება.
“ჩვენ ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს გრიპის ინფიცირების პიკი. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან დეკემბერ-იანვარშია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასე, რომ იანვარში გრიპის შემთხვევების მატება შესაძლებელია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.
თაგები:
ივანე ჩხაიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს