
ავტორი
Front News საქართველო
იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა – „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.
„ჯანმომ ამ ვარიანტს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა. ეს არის შეშფოთების მუტაცია, შეშფოთების ვარიანტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი – „ომიკრონი“ დაარქვა. ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმოს არცერთ მუტაციაზე არ ჰქონია. ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის მიიჩნევა, რომ ამ ვარიანტს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე – „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს