Logo

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა საიუბილეო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკისა და ახალი საკოლექციო მონეტის დამზადების პროცედურებს.

სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები