ივანე მაჭავარიანი - ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც საკითხი გააქტიურდა, მანამდე წარმოდგენა არ მქონდა


ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურაში ჩორჩანას საკითხზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამოიკითხა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც მან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ თემის გააქტიურების შემდეგ შეიტყო.
"ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო შეკითხვები. მე განვუმარტე, რა იყო რეალობა. მე ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდია 2019 წელს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.
თაგები:
ივანე მაჭავარიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს