“ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლების ფუნდამენტის გამაგრებას, რაც პროტესტის შიშითაა გამოწვეული”


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა. რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლების ფუნდამენტის გამაგრებას, რაც პროტესტის შიშითაა გამოწვეული, – ამის შესახებ ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებით, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე.
“რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება – ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე.
ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა.
დიქტატორული კანონმდებლობის მიღებით, თავისუფალი მოქალაქეების დაპატიმრებით და დაკავებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლების ფუნდამენტის გამაგრებას, რაც პროტესტის შიშითაა გამოწვეული.
თავდადებით, მუდმივი პროტესტით, თავისუფლებისთვის ბრძოლით ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას და ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
თავისუფლება საქართველოს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს