ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ


ავტორი
Front News საქართველო
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.
ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა.
ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
„სასამართლო თვლის, რომ თანამდებობაზე ყოფნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ ანაზღაურებასთან. სასამართლო თვლის, რომ არსებობს საფრთხე, რადგან თანამდებობა, რომელსაც იკავებდა ივერი მელაშვილი შეჩერებამდე, პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან. უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა გადაყენებასთან დაკავშირებით. სასამართლო თვლის, რომ პირადი თავდებობის საკითხზე, რაც კანონმდებელმა დაადგინა წერილობით, არაა წარმოდგენილი, თუმცა შეიძლება, ამ პირთა სასართლოსი წარმოდგენა, თუმცა პირადი თავდებობა არ გამომდინარეობს საჯარო ნაცნობობიდან და ასეთი თავდებობა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა“, – განაცხადა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ.
მელაშვილისა და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე და გადაყენებულნი იქნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ.
თაგები:
