
ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში შემავალი სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამსახური საერთოდ გაუქმდა, მელაშვილს კი დაპირდნენ, რომ მის მონაცემების დასაქმების ბიუროში გადააგზავნიან.
“მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს რეორგანიზაცია ჩაატარეს ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ესე ჰქვია მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, ეს სამსახური გააუქმეს.
ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, კონკრეტულად კიდევ იმას, მეტს არაფერს, ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებლები არიან ბევრი სხვადასხვა”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა “მთავარ არხთან”.
თაგები:
საგარეო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს