იზა ომაძე - მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა, მჯერა, რომ მის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ

ავტორი
Front News საქართველო
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის დიმიტრი ქვაჭრელიშვილის გამოკითხვას ეხმიანება.
"დასრულდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის დაკითხვა!!! რა თქვა, ახლა რატომ თქვა და მაშინ რატომ არა!!!
ამაზე ჩემი პასუხია: მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა, რომ იტყოდა!!!
მე მჯერა, რომ მის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ!!!
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაც დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება!!!!
დაველოდოთ!!!" - წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა, გამოკითხვა თავად მოითხოვა. ის რუსთავის ციხეში დღეს დაიკითხა.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით იხდიან სასჯელს. პოლიციის ყოფილი უფროსი 15-წლიან პატიმრობას ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებს.
თაგები:
იზა ომაძე




