ჯანდაცვის სამინისტროს უზბეკეთის სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ

ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზბეკეთის სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. უზბეკეთის დელეგაციას, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ბავშვთა დაცვის სისტემები, სოციალური გასაცემლების პოლიტიკა და ბავშვთა კეთილდღეობის მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მინდობით აღზრდის სისტემას და "ბარნაჰუსის“ მოდელს, როგორც ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებისა და დაცვის ეფექტიან მექანიზმს.
"ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დანერგილი წარმატებული გამოცდილების გაზიარება იყო, რაც ხელს შეუწყობს უზბეკეთში ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებასა და სოციალური დაცვის მექანიზმების განვითარებას.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს და სოციალური პოლიტიკის სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობა აღნიშნეს.
შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თათია გვარამაძე ესწრებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ჯანდაცვის სამინისტრო




