ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში 80 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს
საზოგადოება
04.10.2019 / 03:21


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად დევნილთა მიმართ პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი შიდა სტრუქტურული ერთეული გაუქმდა.
Front News-ის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია, მოადგილე კოტე რაზმაძე, სამმართველოს უფროსი ლევან სიგუა და სხვა.
რეორგანოზაციის ფარგლებში სულ 80 ადამიანია გათავისუფლებული.
Front News-ის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სამინისტრო გამოეყოფა, რომელიც კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. დევნილთა სამინისტროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდება.
თაგები:
