ჯანმო ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის სათანადოდ მოემზადონ


ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი – ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მოემზადონ, რადგან „ომიკრონის“ შტამი დიდი სისწრაფით ვრცელდება.
ჰანს კლუგეს განცხადებით, „ომიკრონი“ უკვე დომინანტი შტამია ევროპის მთელ რიგ ქვეყანაში, მათ შორის – გაერთიანებულ სამეფოში, დანიასა და პორტუგალიაში.
მან ასევე განაცხადა, რომ პირველადი კვლევებით მტკიცდება „ბუსტერდოზების“ ადმინისტრირების უდიდესი მმნიშვნელობა „ომიკრონთან“ საბრძოლველად.
კლუგემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საყოველთაო იმუნიზაციის ტემპების დასაჩქარებლად.
“შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხლის მომსწრე გავხდეთ. რამდენიმე კვირაში „ომიკრონი“ დომინანტი შტამი გახდება ევროპის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში, რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. აუცილებელია, მთავრობებმა მოამზადონ რეაგირების მექანიზმები შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის. ვაქცინები საუკეთესო საშუალებად რჩება მძიმე დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ჯანმოს ევროპის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა.
თაგები:
ჯანმო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს