Logo

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
141
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ნ.ფ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement