ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, ქვეყნიდან მიმალვის მიზნით გაემართა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ი.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს