Logo

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა

პოლიტიკა
1590
Frontnews image description

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მედიკოსების რჩევით “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თემურ ჯანაშია ინფორმაციით, მას ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტა მოუწია.

 

“ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის. ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ორი დღე და სახლში გავუშვით, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება”, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 4 დღის წინ დაიწყეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები