Logo

ჯასტინ ტრუდო – ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა

მსოფლიო
22.02.2022 / 10:21
1279
Frontnews image description

კანადა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ აღიარებას, – ამის შესახებ „ტვიტერზე“ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო წერს.

 

“ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. ამ ქმედებებისთვის ეკონომიკურ სანქციებს დავაწესებთ“, – წერს ჯასტინ ტრუდო.

 

მისივე თქმით, კანადა და მისი მოკავშირეები დაიცავენ დემოკრატიასა და უკრაინელი ხალხის ნებას.

თაგები:

უკრაინა
Advertisement