Logo

ჯეი დი ვენსი - ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას იქ, სადაც მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო

მსოფლიო
256
Frontnews image description

გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკითხი, რომელსაც შეუძლია კონფლიქტებისა და ომების თავიდან აცილება, არის ორი ხალხის ერთად მუშაობა უფრო დიდი კეთილდღეობის მისაღწევად. მშვიდობა შექმნეს აშშ-ის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მშვიდობა შეიქმნა იქ, სადაც ადრე ომი იყო. მომავალში ჩვენ შევქმნით კეთილდღეობას იქ, სადაც მხოლოდ ომი და კონფლიქტი იყო“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს დიდი ხნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

"შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელმაც ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა. ჩვენ ოპერაციები რთულ პირობებში ჩავატარეთ და იმ დროს ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ეს ოფიციალურად დაადასტურებს პარტნიორობას და ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები გაგრძელდება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც ორივე ხალხისთვის დიდ სარგებელს მოიტანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის განახლება არ მოხდეს, ხალხებს შორის კონტაქტები დავამყაროთ და ამ გზით გვსურს წინსვლა. ჩვენ გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს“, – განაცხადა ვენსმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები