ჯეი დი ვენსი - მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა


ავტორი
Front News საქართველო
მთელი კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის შეერთებული შტატებიც ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობისას, განსხვავებული შეხედულებების ცენზურას ახდენდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ბრიტანელ კოლეგას დევიდ ლემის შეხვდა.
„ჩემი აზრით, მთელი კოლექტიური დასავლეთი, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა, ჩვენი ნატოელი მოკავშირეები, ცხადია, აშშ ბადენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ცოტა უფრო მეტად კომფორტულად იყო განსხვავებული ხმების ცენზურასთან, ვიდრე მათთან თანამშრომლობასთან. ეს იყო ჩემი მოსაზრება“, – განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, მან ამის შესახებ ისაუბრა ატლანტის ოკეანის მეორე მხარე მყოფ მეგობრებთანაც.
როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ დიდი ბრიტანეთი წავიდეს ამ ბნელი გზით და დაკარგოს სიტყვის თავისუფლება.
„თუმცა, ის რასაც მე ვეტყოდი ინგლისელ ხალხს, დევიდ ლემის და ნებისმიერ სხვას, არის ის, რის გარშემოც შეშფოთება არსებობდა აშშ-ში 2020-2024 წლებში. უბრალოდ არ მინდა, რომ სხვა ქვეყნები ჩვენს კვალს მიჰყვნენ, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ბნელი გზა ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
თაგები:
ჯეი დი ვენსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს