ჯეიჰუნ მუჰამედალი - სუსის მიერ შექმნილი თაღლითური პარტია ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას, ნუ მიიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში

ავტორი
Front News საქართველო
სუსის მიერ შექმნილი თაღლითური პარტია ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას, ნუ მიიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, 4 ოქტომბერს გელოდებით რუსთაველზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ განაცხადა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იკრიბება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის ლიდერთან ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს;
"დღეს ჩვენ მარნეულში შევხვდით ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას და ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ხალხს გაეგო თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილეობის არ მიღება 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ “ოცნებას” სურს ლეგიტიმაციის მიღება. ასევე ხალხთან საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ სუსის მიერ მინიჭებულ თაღლითურ პოლიტიკურ პარტიაზე ამბობენ, რომ არის “ნაციონალური მოძრაობის” და ქმნიან ილუზიას, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია იღებს მონაწილეობას და ასე ცდილობენ ოპოზიციის სახე შექმნან და საკრებულოში შეიყვანონ ადამიანები, თუმცა ნურას უკაცრავად, მოვახსენებთ ყველს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებს და არ მოიტყუონ თავი, არ მივიდნენ არჩევნებზე, მივიდნენ რუსთაველზე და უარი თქვან “ოცნების” რეჟიმზე", - განაცხადა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ.
თაგები:
ჯეიჰუნ მუჰამედალი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


