ჯეიკ სალივანი – რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
თეთრი სახლის მრჩევლის თქმით, თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს.
ჯეიკ სალივანის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის დასავლეთის ბერკეტი და არა – ვლადიმერ პუტინის, ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენის პროექტი აღარ განხორციელდება.
თაგები:
ჯეიკ სალივანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა