Logo

ჯეიმს მაკკლირი - გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა

პოლიტიკა
259
Frontnews image description

როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირი წერს.

მისი თქმით, საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

"როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ კვირას უნდა შევხვედროდი. საგარეო საქმეთა მინისტრს [დევიდ ლემის] მივწერ და დაუყოვნებლივ რეაგირების მოვითხოვ.

საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს - გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა", - წერს ჯეიმს მაკკლირი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა. ის პარტიის ოფისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

Advertisement