ჯეფრი საქსი - შეგვიძლია გვქონდეს 3+3 ფორმულა და თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პაიკად ყოფნა დასავლეთის თამაშში


ავტორი
Front News საქართველო
მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში გქონდეთ სიცხადე რეგიონში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობას, საქართველოსი, სომხეთისა და აზერბაიჯანის - ეს სამი ქვეყანა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მათ აქვთ უთანხმოებები, თუმცა, ერთად აღდგებიან და დაეცემიან, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა ჯეფრი საქსმა განაცხადა, მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.
როგორც ჯეფრი საქსმა აღნიშნა, ეს სამი ქვეყანა ერთმანეთზეა დამოკიდებული და მათი როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის, ენერგო თუ სატრანსპორტო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, სწორედ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კავშირი უზრუნველყოფს.
"ეს სამი ქვეყანა სრულიად ერთმანეთზეა დამოკიდებული მშვიდობასთან მიმართებით, ამ მშვიდობაზე კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია რეგიონის ფუნქციონირება თავისი შთამბეჭდავი ტურიზმით, უნიკალური ეკოლოგიით, სოფლის მეურნეობის არაჩვეულებრივი პროდუქტიულობით, ენერგო სექტორითა და სატრანსპორტო დაკავშირებულობით.
სამ ქვეყანას [საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი] შორის ომის, სამ ქვეყანას შორის მტრული ურთიერთობების არსებობის პირობებში, ფუნქციონირება შეუძლებელია და შემდეგ ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ცნობილი 3 + 3 კონცეფციის ფარგლებში უნდა გააფართოოთ“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.
მან ყურადღება გაამახვილა 3+3 ფორმატზე და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რეგიონის სამ მსხვილ ქვეყანას - რუსეთს, თურქეთსა და ირანს, სამხრეთ კავკასია ახლა მიაჩნიათ მათი ეკონომიკური კეთილდღეობის საერთო, სასიცოცხლო ნაწილად და არა კონფლიქტის მიზეზად.
"სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან - სამი ცივილიზაციური ქვეყანა და დიდი ცივილიზაციები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან დიდი გამოცდილება აქვთ. თუმცა, ახლა სამხრეთ კავკასია მათივე ეკონომიკური კეთილდღეობის საერთო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილად აღიქმება და არა კონფლიქტის მიზეზად. ჩვენ არ ვართ იმ დროში, როდესაც რუსეთის იმპერია და ოსმალეთის იმპერია ერთმანეთს ეჯიბრებიან, ან როდესაც რუსეთის იმპერია და სპარსეთის იმპერია ერთმანეთს ებრძვიან. შეგვიძლია გვქონდეს 3+3 ფორმულა და თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის პაიკად ყოფნა დასავლეთის თამაშში", - განაცხადა ჯეფრი საქსმა.
თაგები:
ჯეფრი საქსი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა