Logo

ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სამართალი
367
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ორ პირს - 1997 წელს დაბადებულ პ.ნ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს.

ბრალდებულებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთ მათგანს პ.ნ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, პ.ნ. კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ხუთივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები