ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის გამარჯვების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუკი იგი წინასწარ გაანდობდა ფასს, რომლის დაფიქსირებასაც ეს უკანასკნელი აპირებდა სატენდერო წინადადების წარდგენისას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს