ჯიმ რიში – თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია
პოლიტიკა
13.07.2021 / 09:53


ავტორი
Front News საქართველო
თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია, – ამის შესახებ სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერზე“ წერს.
“ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველომ უკეთესს უნდა მიაღწიოს“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.
თაგები:
