Logo

ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინა
516
Frontnews image description

რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

 

“საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა სცენარმა შეიძლება, აიძულოს მას ჯარის გაგზავნა უკრაინიდან ამერიკელების გამოსაყვანად, ბაიდენმა უპასუხა, რომ არცერთმა, რადგან მისი თქმით, როდესაც ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან, ეს მსოფლიო ომია.

 

“ჩვენ ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Advertisement