ჯო ბაიდენი – ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს, ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
სანქციების თანახმად, აშშ-ში აღნიშნული ბანკების ანგარიშები დაიბლოკება.
ბაიდენის თქმით, რუსულ ბიზნესებს უწესდებათ შეზღუდვები ტრანზაქციებზე დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში, შეუჩერდებათ ჯარის დაფინანსების და გაზრდის საშუალება, ირყევა რუსეთის კონკურენციის უნარი 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაში.
“ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება. ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები
რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა