Logo

ჯო ბაიდენი – დარწმუნებული ვარ, პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, მივიჩნევთ, რომ მთავარი სამიზნე კიევი იქნება

მსოფლიო
19.02.2022 / 11:19
696
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ახლა ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ამ მომენტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება – ქალაქი, რომელშიც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. თუ რუსეთი ამ გეგმების განხორციელებას მიჰყვება, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ ომზე. აშშ და ნატოს მოკავშირეები ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავენ. 

 

ჩვენ არ გავაგზავნით ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად, თუმცა გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Advertisement