Logo

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

უკრაინა
1412
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ეს არის ამერიკელი ლიდერის პირველი ვიზიტი უკრაინაში მისი პრეზიდენტობის პერიოდში.

 

ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, რომელშიც აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ქუჩაში ერთად გადაადგილდებიან.

 

ცნობილია, რომ ბაიდენმა ზელენსკისთან ერთად პატივი მიაგო უკრაინის დაღუპული გმირების ხსოვნას. 

 

ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია Bild-ის ჟურნალისტმა ჯულიან რეპკემ გაავრცელა.

 

“ბაიდენი კიევშია. ქალაქში, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო 360 დღის განმავლობაში. რა ძლიერი ნიშანია დიქტატორი პუტინისთვის”, – წერს ჟურნალისტი.

 

მოგვიანებით, ჯულიან რეპკემ განმარტა, რომ მას არ აქვს დადასტურება ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ.

 

“ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია”, – წერს ის.

 

ვიზიტის შესახებ წერს რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინიც.

 

“ბაიდენი კიევშია“, – წერს ის.

 

აღსანიშნავია, რომ ბაიდენი ექვსჯერ ეწვია უკრაინას, როდესაც ის იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი: 2009 წლის ივლისში, 2014 წლის მარტში, ივნისში და ნოემბერში, 2015 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარში.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement