ჯო ბაიდენი – რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა, განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული და არის მკაფიო ნიშნები, რომ ის განიხილავს უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.
ბაიდენის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა.
“რუსეთმა გაუშვა ზებგერითი რაკეტა, რადგან ეს არის ის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ. როგორც ყველამ იცით, ეს არის ეფექტური იარაღი, ისეთივე ქობინით, როგორც ნებისმიერი სხვა გამშვები რაკეტა, სხვა რაკეტებისგან ის იმით განსხვავდება, რომ მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. არსებობს მიზეზი, რატომაც იყენებენ ისინი ამას.
მას უკვე გამოუყენებია ქიმიური იარაღი წარსულში და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის ყველაზე დიდი ალბათობით გამოიყენებს, არის კიბერთავდასხმები. მათ ძალიან განვითარებული კიბერშესაძლებლობები აქვთ. დღეს ჩემმა ადმინისტრაციამ გამოსცა განახლებული გაფრთხილება, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება, რომ რუსეთი შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს გეგმავდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს