ჯო ბაიდენი – უკრაინა არასოდეს, არასოდეს იქნება პუტინისთვის გამარჯვება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა პუტინისთვის არასოდეს იქნება გამარჯვება, – ამის შესახებ მან კოლუმბიის ლიდერთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა.
ბაიდენის განცხადებით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
“უკრაინა არასოდეს, არასოდეს იქნება გამარჯვება პუტინისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღემდე აშშ-მა უკვე გამოყო მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დასახმარებლად.
“მჯერა, რომ შეერთებული შტატები და მსოფლიოს ხალხი გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იცავს თავის ქვეყანას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები „ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას“.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა