ჯო ბაიდენი – უკრაინა ასუსტებს რუსეთს და აძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს, ეს გასაოცარი ხალხია


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა უტყუარი სიგნალი გაუგზავნა უკრაინასა და მსოფლიოს.
“ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიური ძალისხმევები. მას ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, მაგრამ შეცდა. უამრავი საათი გავატარეთ ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. დავუპირისპირდით რუსეთის სიცრუეს სიმართლით. მათ დავუპირისპირდით იმით, რომ ვაცნობეთ, რა იგეგმებოდა და ახლა თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს მათ.
პუტინი ახლა უფრო იზოლირებულია მსოფლიოსგან, ვიდრე ოდესმე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას, რამდენადაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას და დავეხმარებით მათ ტანჯვის შემსუბუქებაში. როდესაც ამ ეპოქის ისტორია იწერება, უკრაინა ასუსტებს რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს აძლიერებს. ეს გასაოცარი ხალხია. თქვენ ხედავთ ამ სცენებს. მე ვიყავი უკრაინაში, ვესაუბრე რადას. მე იქ ბევრი დრო გავატარე წლების განმავლობაში. ისინი საოცარი ხალხია“, – განაცხადა ბაიდენმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა