“ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს”


ავტორი
Front News საქართველო
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.
"ეს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს, როდესაც ისინი ალიანსში წევრობის ვალდებულებების შესრულებასა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას შეძლებენ. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა, და ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს, შეუერთდება თუ არა ის რაიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს და რა თქმა უნდა, ეს ნატოსაც მოიცავს“, – განაცხადა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უზრუნველყოფს იმას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც ნატოში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს