Logo

“ჯობია, ციხეში იჯდეს და მოიხადოს, რასაც ეს კაცთმოძულე მთავრობა მიუსჯის, ვიდრე ხელი მოაწეროს”

საზოგადოება
1134
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მამა ანზორ მელია აცხადებს, რომ ნიკა მელია ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება და ამაში თავადაც უჭერს მხარს.

"ნიკა ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება. მეც, როგორც მშობელი, ვამბობ, რომ ჯობია, ციხეში იჯდეს და მოიხადოს, რასაც ეს კაცთმოძულე მთავრობა მიუსჯის. იჯდეს ციხეში, ვიდრე ხელი მოაწეროს. ეს მთავრობა გაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს. ის ვაჟკაცია, ვაჟკაცი", – განუცხადა ანზორ მელიამ "ტვ პირველს".

თაგები:

Advertisement