Logo

ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გააძევებენ

მსოფლიო
16.01.2022 / 14:13
697
Frontnews image description

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია და შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება დეპორტაციით მოუწევს, – ამის შესახებ BBC წერს. 

 

სხდომის შემდეგ, ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია, მაგრამ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

6 იანვარს Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მიგრანტების მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მიზეზი მისი აუცრელობაა. 

Advertisement