ჯონ კირბი – თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტისას რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია განიხილა, კერძოდ, ის საფრთხე, რაც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონს რუსეთის მხრიდან ემუქრება”, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
“თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ერთგულება უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში დახმარების მიმართ. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან ავღანეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებისთვის აშშ-ისა და ნატო-ს ძალისხმევაში შეიტანა“, – აცხადებს კირბი.
თაგები:
ლოიდ ოსტინი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


