Logo

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას

პოლიტიკა
1416
Frontnews image description

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

 

“ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ კირბალში. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უკანონოა“, – წერს ბორელი “ტვიტერზე”.

 

რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები