Logo

ჯუანშერ ბურჭულაძე - ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით, ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს

სამართალი
175
Frontnews image description

ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს მე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ბრალდება, რომელიც მას აქვს წაყენებული, აბსურდულია.

"იმდენად აბსურდულია ბრალი, რანაირად გავაკეთო კომენტარი. მე მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა. 

ორი ბინა, რომელიც ჩემს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, ორივე ბინა მქონდა მათ შორის მქონდა დეკლარირებული. ერთი ბინის რეალიზაცია, რომელიც დედაჩემმა მოახდინა, ეჭვს არ იწვევს ბრალდების მხარისთვისაც. მეორე ბინა, რომელიც დეკლარაციაშიც ასახული მქონდა, ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს და ფაქტობრივი მფლობელი ჰყავს, ამ ბინას აყენებენ ეჭვქვეშ. სხვა არგუმენტაცია ამას არ აქვს.

ვაკონკრეტებ, რომ ორი ბინა, რომელიც გავასხვისე და რომელიც იყო შეძენილი ჩემს საჯარო მოხელეობამდე, ამით შევიძინე ესპანეთის სახლი და რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა. ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს მე", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად  12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები