ჯუანშერ ბურჭულაძე - როცა თანამდებობაზე დავინიშნე, ვფლობდი 9 ბინას, როცა წამოვედი ვფლობდი 7-ს, არის თუ არა ეს მითითებული დასკვნაში?

ავტორი
Front News საქართველო
როცა თანამდებობაზე დავინიშნე, ვფლობდი 9 ბინას, როცა წამოვედი ვფლობდი 7 ბინას, არის თუ არა ეს მითითებული დასკვნაში?, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, დასკვნა არის გაყალბებული.
"მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები რა მეთოდით შეაფასეთ? მეთოდები არის აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთში, ხარჯებს თვლიან სხვა მეთოდით, შემოსავლებს სხვა მეთოდით.
კითხვა - რატომ არის გაყალბებული დასკვნა? ეს არის დასკვნის გაყალბება. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია მოწმისთვის. რატომ გასცდნენ დასკვნას და თანაც ისეთი ინტერპრეტაციით, რითაც შეცდომაში უნდა შეიყვანონ სასამართლო. რატომ არ არის მითითებული დასკვნაში ობიექტური მომენტები? რატომ არის დასკვნაში ინფორმაცია არასრულად მითითებული?
როცა თანამდებობაზე დავინიშნე, ვფლობდი 9 ბინას, როცა წამოვედი ვფლობდი 7 ბინას. არის თუ არა ეს მითითებული დასკვნაში?", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე




