ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენ აბსოლუტურად განადგურებული სსსტც “დელტა“ და სს „თბილავიამშენი“ ავაღორძინეთ და ჩვენი რესურსით ხორციელდება ვერტმფრენების რეაბილიტაცია

ავტორი
Front News საქართველო
“ვერტმფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ საუკეთესო გამოსავალი ავირჩიეთ, ავაღორძინეთ აბსოლუტურად განადგურებული სახელმწიფო საწარმო სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“, რომლებიც სინქრონულად მუშაობენ“, – ამის შესახებ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე გადაცემა „ღამის კურიერში“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტებულ და რეაბილიტირებულ ვერტმფრენებზეც ისაუბრა.
“ჩვენ ოთხი სუ 25-ის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ის ვერტმფრენები, რაც გვქონდა არ ექვემდებარებოდა ექსპლუატაციას და ვერ გამოვიყენებდით. ყველაზე რაციონალური გადაწვეტილება, რაც შეგვეძლო მიგვეღო ჩვენი რესურსით ვახერხებთ ამ ვერტმფრენების რეაბილიტაციას. ერთ თვეში იქნება ჩვენს მიერ რეაბილიტირებული პირველი ვერტმფრენი, რაც მოგვცემს საშუალებას რომ მომდევნო 8 წელი ამ რაციონალური ხარჯებით გვყავდეს ვერტმფრენები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


