Logo

ჯუმათის მონასტრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

Frontnews image description

ჯუმათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცლებს.

 

“2021 წლის 20 ნოემბერს კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა შემოქმედის ეპარქიის ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი.

 

უფალმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

 

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” მწუხარებას გამოთქვამს არქიმანდრიტ მიქაელის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯუმათის მამათა მონასტრის საძმოსა და მრევლს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები